თემები

რეკლამა

მედია რეკლამის გავრცელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არხია, ხოლო რეკლამა - მედიის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო.

რეკლამა არის მარკეტინგული კომუნიკაცია, რომელიც პირთა განუსაზღვრელი წრისათვის არის გამიზნული და პროდუქციის, სერვისებისა და იდეების პოპულარიზაციას ან გაყიდვას ისახავს მიზნად. რეკლამა შეიძლება იყოს კომერციული, პოლიტიკური და სოციალური.

  • კომერციული რეკლამა – რეკლამა საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ, რომელიც ემსახურება მეწარმის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, კომერციული იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, კომერციული იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
  • პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან პოლიტიკის საკითხების პოპულარიზებას ან პირიქით - რომელიმე სუბიექტის საწინააღმდეგო კამპანიის წარმართვას;
  • სოციალური რეკლამა – საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;

რეკლამა ასევე შეიძლება იყოს არაეთიკური, არასარწმუნო, არაკეთილსინდისიერი, შეცდომაში შემყვანი. რეკლამის შინაარსზე თავად რეკლამის დამკვეთია პასუხისმგებელი და არა საკომუნიკაციო არხი, რომლითაც ის ვრცელდება.

 

წესები, რომლებიც მედია საშუალებამ რეკლამის განთავსებისას უნდა დაიცვას

 

რატომ არის პრობლემური ფარული რეკლამა?