თემები

სავარჯიშოები

თამაშები / ქვიზები

ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა 2019
მედიის განვითარების ფონდის (mdf) და ფაქტების გადამოწმების პორტალი “მითების დეტექტორი” 2019 წლის “ყველაზე მედიაწიგნიერ ახალგაზრდას” ქვიზების კონურსის გზით გამოავლენენ. კონკურსში მონაწილეობა 17-დან 28 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომლებმაც 27 ოქტომბრამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია, ხოლო 27 ოქტომბერს, 12 საათზე ონლაინ ქვიზების კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. ის, ვინც ყველაზე ოპერატიულად გასცემს პასუხს შეკითხვებს, ერთთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას “მითების დეტექტორის” ვებ-გვერდზე გაივლის. სხვა გამარჯვებულები ჩვენი პარტნიორების ინტერნეტ-პორტალ on.ge-ს, forset-ის და ილიას უნივერსიტეტის სპეციალურ პრიზებს მიიღებენ.