სავარჯიშო 3. News — all views

მეცადინეობისას მონაწილეები ქმნიან ტექსტებს, რომლებიც დაწერილია ერთი ამბის (კონფლიქტის) სხვადასხვა გმირების სახელით.

 

სამიზნე აუდიტორია 

მოზარდები

 

ხანგრძლივობა 

60 წუთი

 

სირთულის დონე 

საწყისი

 

სავარჯიშოს მიზანი 

სხვადასხვა თვალსაზრისის დანახვისა და განსხვავების უნარი, ერთი მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაციების ანალიზი 

 

ინვენტარი 

ფლიპჩარტი ან დაფა, ქაღალდი და საწერი კალამი

 

სავარჯიშოს აღწერა 

ტრენერი ირჩევს ამბავს რამდენიმე პერსონაჟით, რომელთაგან თითოეულს გააჩნია თავისი აზრი მომხდარის თაობაზე. სკოლის მოსწავლეებისთვის ეს შეიძლება იყოს ზღაპარი (იხ.  განყოფილება „ცამოსატვირთი მასალები“), სტუდენტებისთვის - ლიტერატურული ნაწარმოების ფრაგმენტი, მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია.

მუშაობის დაწყების წინ ტრენერი ამბობს, რომ ერთი და იმავე მოვლენას სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. მედიაში და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ხშირად წარმოჩენილია პრობლემის ერთი მხარე: მთავარია გვესმოდეს, რომ სხვა შეხედულებებიც არსებობს, უნდა ვისწავლოთ მათი დანახვა და გათვალისწინება.

ტრენერი აღწერს სიტუაციას, რომელზეც მონაწილეებს მოუწევთ მუშაობა. ის ასახელებს მოვლენის ყველა მოქმედ პირს, მოკლედ აღწერს მათ პოზიციას.

 

მონაწილეები იღებენ ინდივიდუალურ დავალებას:

აღწერონ სიტუაცია ამა თუ იმ პერსონაჟის თვალით.

15-20 წუთის შემდეგ მონაწილეები წაიკითხავენ თავიანთ ტექსტებს. სასურველია, რომ მოვლენების ვერსია თითოეული პერსონაჟის თვალით წაიკითხოს 2-3-მა მონაწილემ. დანარჩენებს შეუძლიათ გააკეთონ კომენტარი, დააზუსტონ. მნიშვნელოვანია გაირკვეს, რამდენად სწორად გაიგეს და აღწერეს მონაწილეებმა  სიტუაცია პერსონაჟების სხვადასხვა პოზიციების გათვალისწინებით.

ტრენერი აწყობს სხვადასხვა აზრის არსებობის მიზეზებისა და შედეგების შემაჯამებელ განხილვას.

 

ჩამოსატვირთი მასალები:

 ჩამოტვირთვა

 

ისტორიების მაგალითები წითელქუდა (1 PDF დოკუმენტი)

 

წყარო: MediaNavigator.org